
აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციას გამართეს ხულოს მუნივიპალიტეტის სოფლების- წაბლნასა და წაბლიანის მცხოვრებლებმა. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
აქციაზე ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც 1989 წელს მეწყრული მოვლენებით დაზარალდნენ. მათ სამი წლის წინ ბათუმში კორპუსი აუშენეს, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, იქ ცხოვრება შეუძლებელია, რადგან კორპუსები დაუმთავრებელია.
აქციის მონაწილეები კორპუსის ინგრასტრუქტურულად გამართვას ითხოვენ, რადან მათ არ აქვთ არანაირი შემოსავალი რომ პირობები შეიქმნან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მათ შეხვედრას დაპირდა, ხოლო აქციის მონაწილეების განმარტებით, თუკი მათი პრობლემები არ მოგვარდება, ისინი ბინებს მთავრობას დაუბრუნებენ, ხოლო ხულოში ჰესების მშენებლობიდან გამომდინარე წართმეულ ტერიტორიებს თავად დაიბრუნებენ.
თეა ვაშალომიძე