"ძალიან სწორი სასჯელი"- მირიან ნიკოლაძე გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ სასჯელი სწორი და ობიექტურია:

რა თქმა უნდა, განაჩენი არის სრულიად ობიექტური, აბსოლუტურად. ეს იყო ზუსტი, იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა, დამნაშავე პიროვნებების, მათი დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან. საბოლოო ჯამში, ეს აისახა ძალიან სწორ სასჯელში" ამბობს მირიან ნიკოლაძე.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5-ვე ბრალდებული დღეს დამნაშავედ სცნო. 

16 წელით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.

რაც შეეხება, 2 არასრულწლოვანს -  ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს, მათი სასჯელის ზომა 16 მარტს გამოცხადდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი