რაგბის სამყაროში ვითარება იძაბება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია სამთავრობო კანდიდატის და ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა გამართეს.
სამთავრობო კანდიტატის მხარდამჭერების პოზიცია, ზუსტად იმეორებს სპორტის მინისტრის მოადგილის პოზიციას, რომელიც დღეს სამინისტრომ თავად გაავრცელა.
აბუსერიძის მომხრეები კი დღეს პირდაპირ ამბობენ რომ უკან დახევას არ აპირებენ და სამთავრობო კანდიდატი მუშაობას ვერ შეძლებს.
მათ დღეს კონკრეტული გვარებიც დაასახელეს. როგორც ირკვევა ირაკლი კობახიძის მამის შემდეგ, არჩევნების პროცესში შვილიც აქტიურად ერევა:
ჩვენ რომ გვეგონა რომ მამა კობახიძე ერეოდა, თურმე აჭარის ხმებზე ირაკლი კობახიძეს დაურეკია და დამუქრებია დაჭერით გუნდებს. ამის ხარჯზე მიაღებინა მინდობილობები - ამბობს ვეტერანი მორგაბე ბობა კვინიხიძე
პარალელურად, საფრანგეთში- ნიცასა და პარიზში ვეტერანი მორაგბეები მართავენ აქციას. საქართველოს საელჩოსთან შეკრებილი ვეტერანები მოითხოვენ არჩევნებში შეწყდეს სამთავრობო ჩარევა. ისინი პრემიერ ღარიბაშვილს წერილობითაც მიმართავენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ახალ პრეზიდენტს ძალადობრივი გზით აირჩევენ, მასთან არ ითანამშრომლებენ.
შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტი 30 დეკემბერს აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა. რეესტრმა აბუსერიძის კანდიდატურა ორჯერ დაახარვეზა.