პარლამენტში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრით რიონის ხეობის მცველები უკმაყოფილოები არიან. თვლიან, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო არა დიალოგი, არამედ პრეზენტაცია, რადგან მათ საკუთარი პოზიციის წარმოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათივე თქმით, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა კრიტიკულ შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს. რიონის მცველები ამბობენ, რომ 14 მარტს ქუთაისში დაანონსებული აქცია კვლავ ძალაშია. 

იმდენად დაცილებულია ჩვენი პოზიციები, რომ ამისი ასე დაახლოება ახლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ჩვენი მხრიდან კომპრომიის არც არის ახლა, გარდა იმისა, რომ ჩვენ შეთავაზება გვაქვს უბრალოდ იმ მორატორიუმის, რომ განხილულიყო ყველა საკითხი და ერთბაშად გადაწყვეტილიყო კანონმდებლობაში და ა.შ. ყველა საკითხი. მათგან ის არის დათმობის ელემენტი, იმაში გაიჟღერა, რომ სოციალურ პროგრამებს გააძლიერებს კომპანია და ამაზე ექნებათ მათთან მოლაპარაკება. და მინდა გითხრათ, რომ ეს საპირწონედ ვერ გამოდგება იმ მოთხოვნებისა, რაც გვაქვს, - ამბობს რიონის ერთ-ერთი მცველი.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი