​ფარული დაკითხვები სუს-ში- ლილუაშვილის უწყება ბერას ჩანაწერების გამავრცელებელს ეძებს 

გამოქვეყნდა:

სუს-ი ტოტალურ მოსმენებს იწყებს. ბერა ივანიშვილისა და ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირთა სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ ლილუაშვილის უწყებამ განსაკუთრებული მობილიზება გამოაცხადა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ლილუაშვილის უწყებაში სპეციალური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მოულოდნელად გამოიძახეს. უსაფრთხოების სამსახური, რომელიც სახელმწიფოს ნაცვლად ოლიგარქისა და მისი ოჯახის დაცვაზეა ორიენტირებული იმ პირების დადგენას ცდილობს ვინც შესაძლოა ჩანაწერების სკანდალთან იყოს დაკავშირებული.

"მთავარის" ინფორმაციით, სამსახურის 200-მდე თანამშრომელი უშუალოდ ახორციელებს მიყურადებას, გარდა ამისა დაწყებულია ფარული დაკითხვები და ერთ ერთი ინფორმაციით, უკვე დაიკითხნენ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სოსო გოგაშვილი და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი