ერთი წლის წინ გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიას და ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების გაფორმება და გამოვთქვი იმედი, რომ ქართული დემოკრატია ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდებოდა - განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტის სხდომაზე, საქართველოზე დებატების დროს, ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა.
კუბილიუსი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს "დემოკრატიის კრიზისად" მოიხსენიებს და შარლ მიშელის ჩართულობას ამ კრიზისის დასაძლევად, მიესალმება.
ძალიან რთულია საქართველოს ხილვა ასეთ გრძელ პოლიტიკურ კრიზისში, რადგან ეს დემოკრატიის კრიზისია. დემოკრატიის სიმწიფე არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და მართლმსაჯულების პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლებას, დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებას და სამართლიან საპარლამენტო პროცესს ნიშნავს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის რანგში, ერთი წლის წინ გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიას და ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების გაფორმება და გამოვთქვი იმედი, რომ ქართული დემოკრატია ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდებოდა.
სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო უფრო უარეს სიტუაციაშია, ვიდრე აქამდე. არ ვაპირებ ურთიერთბრალდებების პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას. უბრალოდ მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ ნამდვილი ევროპელებივით მოქცევა. შევაქებ შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ საქმეს.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრებს ესმით, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობა მათი კრიზისის გადასაწყვეტად." ამბობს კუბილიუსი.