
სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ანზორ ჩუბინიძისა და ბერა ივანიშვილის ინტერვიუები ოპოზიციისთვის იმ ტენდენციის მაჩვენებელია, რომ ბერა და სკანდალური აუდიო ჩანაწერების სხვა ფიგურანტები ჩანაწერების შინაარსის სიმძიმეს შეგნებულად არ იაზრებენ.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი აკო მინაშვილი ამბობს, რომ ბერამ, ანზორ ჩუბინიძის კვალდაკვალ, აღიარა დანაშაული, რომელსაც სჩადიოდა.
"ბერამ, ჩუბინიძის შემდეგ, კიდევ ერთხელ აღიარა ის დანაშაული, რასაც სჩადიოდა ამ პერიოდის განმავლობაში, როცა პირადი კომფორტის გამო ემუქრებოდა და ატერორებდა ადამიანებს. ამ ინტერვიუთი გამოჩნდა, რომ მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ეს იყო სახიფათო ინტერვიუ, რადგან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგივეს გააკეთებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე, ივანიშვილები და ეს ხელისუფლება აღარ იყოს ჩვენი ქვეყნის სათავეში. ეს არის კრიტიკულად აუცილებელი", - ამბობს აკო მინაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი.
შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ ტვ იმედს მისცა და განაცხადა, რომ პასუხს ახლაც მოსთხოვს ყველას, ვინც დედას შეაგინებს.
ამავე თემაზე: