"ექსპო ჯორჯიასთან" პოლიციაა მობილიზებული - ვეტერანი მორაგბეების პროტესტი პრეზიდენტის არჩევნების წინ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზება შეინიშნება "ექსპო ჯორჯიასთან" - სწორედ აქ ტარდება რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დაახლოებით ორი საათის შემდეგ. არჩევნების პარალელურად "სირცხვილის დერეფნის" მოწყობას გეგმავენ ვეტერანი მორაგბეები, რომლებიც ამბობენ, რომ სარაგბო სამყაროში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლება "ქირურგიული წესით" ჩაერია და დღევანდელ ყრილობაზე სახელისუფლო კანდიდატს იოსებ ტყემალაძეს აირჩევენ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. 

"სამარცხვინოა მორაგბეებს შორის ამხელა არმიის ჩაყენება, არ ვიცი, როგორ უნდა მივმართო, რა ვთქვა, მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ არაფერი არ მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ, იოსებ ტყემალაძეს ჩვენ ვეძახით იოსებ ბაღაფშს ან იოსებ არძინბას, რომელიც მოდის და ოკუპაციას უკეთებს ჩვენს ოჯახს, მასთან როგორ უნდა ვითანამშრომლოთ", - ამბობს ბობა კვინიხიძე, ვეტერანი მორაგბე. 

შეგახსენებთ, დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები ტარდება. ერთადერთ კანდიდატს, იოსებ ტყემალაძეს, პრეზიდენტობისთვის 38 ხმა სჭირდება, მორაგბეთა უმრავლესობა არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ხოლო იოსებ ტყემალაძეს - სახელისუფლო კანდიდატად. მორაგბეებმა ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად 400 ხელმოწერა მოაგროვეს, თუმცა, მათი პროტესტი ამ დრომდე უშედეგოა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ რეესტრმა რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა ორჯერ დაახარვეზა. რის შემდეგაც ახალი არჩვენები ჩაინიშნა, რომლის ერთადერთი კანდიდატი, ხელისუფლებასთან დაახლოებული, იოსებ ტყემალაძეა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი