"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. პარტიის წევრები პოლიტიკურ კრიზისზე და მიმდინარე თემებზე იმსჯელებენ.

დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარი საკითხი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებია. 

"გუნდს გვაქვს მიმდინარე შეხვედრებზე სისტემატიური შეხვედრები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში მიმდიანარე დებატები, რომელიც გუშინ გაიმართა, ასევე, სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი დანიელსონის დანიშვნა საქართველოში", - თქვა თამარ ტალიაშვილმა. 

სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი როგორ აპირებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ხელისუფლება და წავა თუ არა ის ოპოზიციასთან დათმობებზე.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი