მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე დღეს, 10 მარტს წარადგინა.

უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე - საგანგებო დავალებათა ელჩი.

"ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა", - წერია პრესრელიზში.

პრემიერმინისტრ, გიოგრი გახარიას გადადგომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი 24 თებერვალს კახა ქემოკლიძემ დატოვა, ხოლო მალევე, 26 თებერვალს ბერდია სიჭინავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი