
სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გააკეთა და აღნიშნა, რომ ოჯახის შეურაცხოფისთვის პასუხის მოთხოვნა ბერა ივანიშვილის მხრიდან "ჩვეულებრივი ამბავი" ჰგონია.
"ყველა მონაწილემ გააკეთა განცხადება, რომ ეს არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, რომელშიც მონაწილეობს 16 წლის მოზარდი და მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ საჯარო მოხელეები. რაც შეეხება იმას, ეს იქნება ბერა თუ ვინმე სხვა, თუ ამბობს, რომ მის ოჯახს თუკი შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოსთხოვს, არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავი მგონია, იქ არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შურს იძიებს ან რაიმე სხვას გააკეთებს", - აცხადებს დავით სერგეენკო.
შეგახსენებთ, სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩანაწერები იმდროინდელია, როცა ბერა 16 წლის იყო, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ბანკ "ქართუში" მუშაობდა და, შესაბამისად, არც ანზორ ჩუბინიძე იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ბერა ივანიშვილს, მან ინტერვიუ ტვ "იმედს" მისცა და ცალკეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა: