
თელავის რაიონულმა სასამართლომ მშობლების და ბების მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე დაკავებულის ადვოკატი მის დაცვის ქვეშ მყოფი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, თუმცა მან დუმილის უფლება გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თელავში, გოშაძის ქუჩაზე 7 მარტს მოხდა. 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა, რის შემდეგაც ფაქტის შესახებ პოლიციას თავად აცნობა.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით დაიწყო.
ავოტორი: ია გულიაშვილი.