კვლავ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შემოვიდეს პარლამენტში - ტალიაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა, დაახლოებით, 1 საათია მიმდინარეობს. შესვლამდე პოლიტიკოსებს ვრცელი კომენტარები არ გაუკეთებიათ. ცნობილია ის, რომ უმრავლესობის წევრები ქვეყანაში შექმინ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ, ასევე, განიხილავენ გუშინ, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუს.

სხდომაზე მისული დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე დემონსტრაციულად, მანქანაში ბერა ივანიშვილის სიმღერას უსმენდა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის ხაზგასმა, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო პროცესში ჩართულობას პოლიტიკური სპექტრის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო პროცესში პოლიტიკური სპექტრის სრული ჩართულობა არის ის პრიორიტეტი რომელზეც ყველა გამომსვლელმა ისაუბრა, აქედან გამომდინარე, კვლავ რჩება ჩვენი, მმართველი გუნდის მოწოდება რადიკალური ოპოზიციის მიმართ, რომ შემოვიდნენ პარლამენტში", - თქვა თამარ ტალიაშვილმა.

სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი როგორ აპირებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ხელისუფლება და წავა თუ არა ის ოპოზიციასთან დათმობებზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი