ღია მუქარა მათ მიმართ, ვინც კრიტიკას გაბედავს - რა დაინახეს NGO-ებმა ბერას ინტერვიუში

გამოქვეყნდა:

ღია ძალადობრივი მუქარა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც  ბიძინა ივანიშვილს შვილის გაკრიტიკებას გაბედავს - სწორედ ეს გზავნილი დაინახეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოლიგარქის რეპერი შვილის ინტერვიუდან. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს მუქარა საშიში ტენდენციაა, რადგან ბოლო დროს მომხდარი მძიმე დანაშაულების უმრავლესობა მოხდა სწორედ "ღირსების დაცვის" საბაბით და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო. 

"მაშინ, როდესაც ასეთი გავლენიანი ფიგურა საუბრობს ქუჩური ანგარიშსწორების მეთოდებზე, იმაზე, რომ ეს უნდა მოხდეს, ილუზია იქნება იმის თქმა, რომ ეს არის მხოლოდ ბერას ინდივიდუალური პოზიცია", - ამბობს გურამ იმნაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩანაწერები იმდროინდელია, როცა ბერა 16 წლის იყო, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ბანკ "ქართუში" მუშაობდა და, შესაბამისად, არც ანზორ ჩუბინიძე იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ბერა ივანიშვილს, მან ინტერვიუ ტვ "იმედს" მისცა და ცალკეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი