ხმაური რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე - დაშავებულია "მთავარი არხის" ოპერატორი

გამოქვეყნდა:

ექსპო ჯორჯიას იმ პავილიონთან, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტს ირჩევენ, შეხლა-შემოხლის დროს "მთავარი არხის" ოპერატორი დაშავდა. მას ფეხი რკინის კონსტრუქციაში მოჰყვა, თუმცა, მუშაობა არ შეუწყვეტია. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც მას დახმარებას აღმოუჩენს. 

გაწევ-გამოწევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვეტერანმა მორაგბეებმა ყრილობაზე დასწრება მოითხოვეს. 

შეგახსენებთ, დარბაზში, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტს ირჩევენ, მხოლოდ სახელისუფლო კანდიდატის მხარდამჭერები შევიდნენ, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა კი უარი განაცხადეს დარბაზში შესვლაზე.

იმისთვის, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდეს, იოსებ ტყემალაძეს 38 დელეგატის ხმა სჭირდება. 

დღეს დანიშნული ყრილობის ადგილზე, პროტესტის ნიშნად ვეტერანი მორაგბეების თავშეყრას გამოეხმაურა შსს, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, "უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან".

ასევე, შეგახსენებთ, რომ რეესტრმა რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა ორჯერ დაახარვეზა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი