შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 10 მარტს თბილისში გასამართ რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან", - წერია უწყების განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
ამავე თემაზე: