
ხმაურიანი საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან 6 აქტივისტის დაკავებით დასრულდა. ყველა მათგანი საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი, სავარაუდოდ დღესვე გაიმართება მათი სასამართლო პროცესი.
დემონსტრაციის პარალელურად, ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა.
პოლიცია არის პოლიტიზირებული და ემორჩილება ერთი ადამიანის ბრძანებას, და ეს ადამიანი არის მაფიოზი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნებისმიერ დისკომფორტზე გასცემს უკანონო ბრძანებებს. ბიძინა ივანიშვილს არ ექნება თქვენი ადგილი იმ თვითმფრინავში, რომლითაც გაიქცევა მოსკოვში, თქვენ დარჩებით აქ, ამ ქვეყანაში მოგიწევთ ცხოვრება ,-თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ექვსივე დაკავებულს პოლიცია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამოქალაქო აქტივისტები ვადამდელ არჩევნებს, პილიტპატიმრების გათავისუფლებასა და ხელისუფლებისგან ივანიშვილის კლანის ჩამოშორებას ითხოვენ.