მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილის მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე დედის შეურაცხყოფაზე სხვანაირად ფიქრობს "მე იმ კაცის დედა მართლა შევ...".
ამ წარწერებით ფოტო მან Facebook სთორიზე გამოაქვეყნა:
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, თემურ აბაზოვს მაშინ, როცა ის მერის თანამდებობას იკავებდა მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავებოდნენ. მერის წინააღმდეგ მოქალაქე იყო, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და მარნეულის მერს აგინა, მოგვიანებით კი გავრცელდა კადრები სადაც ის ძალადობის მსხვერპლი გახდა, იგივე პირი ვიდეოში ბოდიშს იხდის და სახეზე შარდს ისვამს.
აბაზოვი მომხდარიდან მოერე დღესვე დააკავეს, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ ის და საქმის კიდევ 3 ფიგურანტი გაამართლა. დავა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.