თუ "ოცნება" მოლაპარაკებას ჩაშლიან, ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას დავიწყებთ - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მარტის  ბოლომდე "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება არ შედგება, პარტია "ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას" დაიწყებს. 

"ცალსახად, ყველა ერთხმად მხარს უჭერს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ყველა აბსოლუტურად და მეორე, ძირითადად გამოიკვეთა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც სწორედ რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევენ კრიზისიდან გამოსვლის მთავარ გზად. ახლა ყველაფერი "ქართულ ოცნებაზე" არის დამოკიდებული, რომელიც მოლაპარაკებებს წელავს, პირდაპირ მინდა ვთქვა და ამას მიზანმიმართულად აკეთებს. მე მათ ვაფრთხილებ "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით, რომ თუ ისინი ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ისინი კომპრომისზე უკვე წავიდნენ და მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არიან. მიუხედავად ამისა, პოზიციის შეცვლას ხელახალ არჩევნებთან ან პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი