ვინ იქნებიან კანდიდატები, კახა კალაძე თუ რომელიმე სხვა... - სუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არ ამბობს ვინ იქნება მერობის კანდიდატი მათი მხრიდან. სოზარ სუბარი მოქმედ მერს ამ ეტაპზე მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას, ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში, საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.

კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის ერთ- ერთი გამორჩეული ლიდერი, ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს, ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს თბილისის განვითარების და ყოველთვის იქნება ასეთი წევრი. რაც შეეხება იმას, ვინ იქნებიან კანდიდატები, კახა კალაძე თუ რომელიმე სხვა ადამიანი სხვა რეგიონში, სხვა მუნიციპალიტეტში თუ სხვა მერიაში, ამას გეტყვით მოგვიანებით“, - განაცხადა სუბარმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი