საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონიალი 10 მარტს გაიმართა.
გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე მუშაობას, ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებმოსილების განხორცილებამდე განაგრძობს.
გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
არჩევნები გასული წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.
გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციაში არცევნების შემდეგ, თეა წულუკიანი ჩაანაცვლა.