შსს-მ, გორში ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

შსს-მ, გორში ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული პირი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1965 წელს დაბადებულპირს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ნ.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი