კალაძე მერიიდან ივანიშვილის კადრებს იშორებს - მერის საეჭვო დუმილი

გამოქვეყნდა:

მაშინ, როდესაც ყველა სტრატეგიუული პარტნიორი სახელმწიფო "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ ოპონენტებთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს, ივანიშვილის გუნდი ისევ თვითმმართველობის არჩენებზე ალაპარაკდა და მზადებაც დაიწყო.

ახალა მთავარი ინტრიგა "ოცნების" მერობის კანდიდატის ვინაობაა. გუნდის შიგნით არსებული რთული ვითარება და თბილისის მერის საეჭვო დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძისა და "ოცნების" მომავალ ერთობას.

თავად კახა კალაძე განმარტებებს არ აკეთებს - უცნობია, სურს თუ არა ქალაქის მერს თანამდებობაზე კენჭი მეორე ვადით იყაროს. 

ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ კალაძე ახლა ივანიშვილის მძევლობაში მისი კორუფციული გარიგებების გამოა. თუმცა, ბერკეტი ივანიშვილის წინააღმდეგ მასაც აქვს და თუკი გამბედაობა ეყოფა ამას გამოიყენებს. კალაძე ახლა ქალაქის მერიიდან ივანიშვილის კადრებს იშორებს, ამის დასტურად დღეს ივანიშვილის კიდევ ერთი კადრის  ალექსანდრე ტოგონიძის გათავისუფლება მოჰყავთ, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად ქართუ ბანკიდან დაინიშნა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი