"ოცნების" წევრის შეურაცხყოფა გოგი წულაიას - დიმიტრი სამხარაძე გინებისკენ სხვებსაც მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი და პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, Facebook-ის პირად გვერდზე გოგი წულაიას აგინებს და მის ფბ-მეგობრებსაც იგივეს მოუწოდებს. 

ვინც არ იცით გეტყვით, გოგი წულაიას ყველა ვაჟკაცი ქუთაისელი, ჭუჭუყლაპიას ეძახის! ვინც მაგას არ შეაგინოს, ის იყოს დორბლიანი ნაცი! ის იყოს გვარამია და სააკაშვილი! ის იყოს არა ქუთაისელი! კომენტარებში, შევაგინებ, - წერს სამხარაძე.

სამხარაძის მოწოდებას მისი ფბ-მეგობრები ითვალისწინებენ, რომლებიც სოციალურ ქსელში წულაიას უხამსი სიტყვებით მოიხსენიებენ, ლანძღავენ და აგინებენ. 

დიმიტრი სამხარაძის გაღიზიანება, სავარაუდოდ, გოგი წულაიას ბოლოდროინდელმა რეაქციებმა გამოიწვია. წულაიამ დღეს ივანიშვილების ოჯახსა და ბერას მიმართა: "ბერა შე გაუბედურებულო ადამიანო, მეცოდები, აი ხელებით გაგინებ... მოდი და გამისწორდი".. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი