გამოდი ღირსებისთვის - სამოქალაქო აქტივისტები ხმას დანიელსონსაც მიაწვდენენ

გამოქვეყნდა:

"გამოდი ღირსებისთვის" - სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას კიდევ ერთხელ გამართავენ. ისინი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის დაკვეთით ახალგაზრდებზე განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები, დანაშაულში მონაწილე თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებსას და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

"გავაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი ემორჩილება მანიაკს, რომელიც არაადეკვატურ, უკანონო, ძალადობრივ დავალებებს აძლევს. ასეთი ადამიანები არ უნდა მართავდნენ ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი დიპლომატი ჩამოდის და ისიც აქ იქნება ამ პერიოდში. მის აქ ყოფნას უნდა დაემთხვეს ეს აქცია და მანაც უნდა ნახოს, რომ საქართველოს მოსახლეობა არ ეგუება იმ მოცემულობას, რომლის შექმნასაც "ქართული ოცნება" ცდილობს", - ამბობს, სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კვარაცხელია.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარ მიშელისა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელის შეთანხმებით, საქართველოში ოფიციალური მედიატორი, კრისტიან დანიელსონი იგზავნება. ის პოლიტიკური დიალოგის აქტიურ მედიაციაში ჩაერთვება. შვედი დიპლომატი, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ ჩამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი