
"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი Facebook ჯგუფის, "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" წევრებს უკვე მოერედ მიმართავს და მათ ურჩევს, რომ დახურული ჯგუფი გახსნან, იყვნენ ღია და გამჭვირვალე.
მისივე განცხადებით, მოძრაობა "სირცხვილიას" ამ ჯგუფმა პირველი მიმართვის დროს "დატროლეს", პაპუაშვილმა "haha" რეაქციებიც დათვალა.
"ჯამში, ცუდი არ იყო. თან ჩემი ჩაწოდებით, როგორც გავიგე, ჯგუფს სახელიც შეუცვალეს და ახლა "პრონწკები" დაირქვეს. სწორი გადაწყვეტილებაა, ხაზს უსვამს, რომ მაგ ჯგუფის სახელი ფუტლიარია და სახელის მიღმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დიდი სიცარიელეა.
მაგრამ, რახან მათი ყურადღება მივიპყრე, ერთ რჩევასაც მივცემ. ეგ დახურული ჯგუფი გახსენით. ცოტა მზის შუქი შეუშვით. თავისუფლებას თუ ავრცელებთ და ამტკიცებთ, რომ ჰეითერები არ ხართ, იყავით ღია და გამჭვირვალე. რა გაქვთ დასამალი? გახეთქეთ ბაბლი. იქნებ თქვენთან დაგროვილი თავისუფლებაა, რომელიც ასე გვაკლია. გადმოიღვრება და ჩვენც ჩავიხუტებთ", - წერს შალვა პაპუაშვილი.
გუშინ, შალვა პაპუაშვილმა "თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას" "პრონწკი" უწოდა და ჯგუფის წევრებს მამართა, რომ "ჰეითერობა" სირცხვილი იყო.