"ოცნების" დეპუტატმა პოსტი, სადაც ხალხს წულაიას გინებისკენ მოუწოდებდა, წაშალა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტმა, დიმიტრი სამხარაძემ Facebook პოსტი, რომელშიც ოპოზიციონერ გოგი წულაიას აგინებდა და სხვებსაც იგივესკენ მოუწოდებდა წაშალა. სამხარაძემ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღო, რაც პოსტს კრიტიკა მოჰყვა.

"ვინც არ იცით გეტყვით, გოგი წულაიას ყველა ვაჟკაცი ქუთაისელი, ჭუჭუყლაპიას ეძახის! ვინც მაგას არ შეაგინოს, ის იყოს დორბლიანი ნაცი! ის იყოს გვარამია და სააკაშვილი! ის იყოს არა ქუთაისელი! კომენტარებში, შევაგინებ, - წერდა სამხარაძე პოსტში.

 შეგახსენებთ, რომ სამხარაძემ გოგი წულაიას შეურაცხყოფმა ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მხარდაჭერის გამო გადაწყვიტა. წულაიამ ივანიშვილების ოჯახსა და ბერას მიმართა: "ბერა შე გაუბედურებულო ადამიანო, მეცოდები, აი ხელებით გაგინებ... მოდი და გამისწორდი".. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი