
"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციას სჭირდება, რომ მეტად მოტივირებული იყოს, რომ მოლაპარაკებების ის ფაზა, რაშიც იმყოფებიან შედეგიანი აღმოჩნდეს.
"მოლაპარაკებები იმის მოლაპარაკებებია, რომ სწორედ მოლაპარაკების დროს უნდა გამოჩნდეს, შესაძლებლობები მოლაპარაკების, რაც მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა უპირველესად, გარდა იმისა რომ ერთმანეთს, მედიატორს გააცნობენ საკუთარ ხედვას საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ამის გარდა უნდა ეცადონ იპოვონ ის სფეროები და თემები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება სართო ხედვა ჰქონდეთ. [...]
ოპოზიციას სჭირდება, რომ გაცილებით მეტად იყოს მოტივირებული და რეალურად, გულწრფელად იყოს მოტივირებული, რომ შედეგიანი აღმოჩნედს მოალაპრაკების ის ფაზა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ვერ მიაღწევს იმ მთავარ მიზანს, რაც მოლააპრაკებების ჩაშლაა და დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მმართველ გუნდს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
ოპოზიციის პოზიცია უცვლელია, ისინი პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.