
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოსთვის, ან ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას კატეგორიულად გამორიცხავს
"ასეთი მოლოდინისთვის, რომ საქართველოს მიმართ რაიმე სანქცია გავრცელდეს, არანაირი წინაპირობა არ არსებობს. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში ვიმყოფებოდით 2012 წლამდე და ასეთი სანქციები არ გვინახავს. ახალლა მითუმეტეს, როცა შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ათჯერ უკეთესი მდგომარეობაა ყველაზე კრიტიკული შეფასებითაც კი, ასეთ პირობებში, გამორიცხულია რაიმე სანქციებზე საუბარი, ამის წინაპირობა უბრალოდ, არ არსებობს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.