გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს - უგულავა

გამოქვეყნდა:

გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში და ტვ პიერველის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. თუ გავითვალისწინებთ, რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოცელიტა „იმედის“ ეთერში, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა“,- წერს უგულავა.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. 

ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი