არა, ბატონებო: დიქტატორს არ ირჩევენ, მას ვერ გადაირჩევთ - ზაზა ბიბილაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი იმ მოქალაქეებს ეხმიანება, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" იმ პათოსით მისცეს ხმა, რომ "თუკი არ მოეწონებოდათ, გადაირჩევდნენ". 

"მინდა იმ ადამიანებს მივმართო, ვინც 2012 წელს იმ პათოსით წავიდა არჩევნებზე, რომ "თუ არ მოგვეწონება, გადავირჩევთ". არა, ბატონებო, დიქტატორს არ ირჩევენ, მას ვერ გადაირჩევთ. ჩემი აზრით, იმ ადამიანებს, ვინც ბიძინა ივანიშვილი იმ განწყობით მოიყვანა, რომ როცა არ მოეწონებოდათ, გადაირჩევდნენ, ორმაგი პასუხისმგებლობა ენიჭებათ დღეს მიმდინარე მოვლენებზე", - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა "მთავარის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი".

ზაზა ბიბილაშვილმა სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე და ამ ჩანაწერების შემდეგ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებაც ისაუბრა: 

"ბერა დაგვცინის და "დედიკოზე" გველაპარაკება, მე მაინტერესებს, რა კავშირია დედიკოს სიყვარულსა და 15 წლის ბიჭების დასასჯელად ჯარის გაგზავნას შორის", - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა "დღის სტუმარში". 

ზაზა ბიბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ "ამათგან არაფერია გასაკვირი" და "ჩანაწერებში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა"

შეგახსენებთ, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი