
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი მისი და ბიძინა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, კომენტარს მედიასთან თავად გააკეთებს. ტიკარაძე იზიარებს გუნდის წევრების კომენტარებს და ამბობს, რომ ფარული მიყურადება, ჩანაწერებით მანიპულაცი და ფალსიფიკაცია მიუღებელია.
"ბატონი ირაკლი ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს კომენტარას, არაერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა გუნდიდან გააკეთა ამასთან დაკავშირებით კომენტარი და მეც ვიზიარებ იმ კომენტარებს და ვთვლი, რომ ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს ფარული მიყურადება და ფარული ჩანაწერებით მანიპულირება, და ასევე ფალისფიკაცია ნებისმიერი მსგავსი ჩანაწერის", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ როდესაც ღარიბაშვილის მედიასთან უშუალო კონტაქტი ექნება "ღირსეულ პასუხს" გააკეთებს.