დავით მათიკაშვილი ტვ პირველთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რო ძალით არავინ არსად შეჭრას არ აპირებს და გამოძიებით პირველ რიგში ტავად ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული. მათიკაშვილის თქმით, გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს და "ჭიქაში ქარიშხალი" არ უნდა ატეხოს
კითხვები არსებობს და ცხადია, ტელევიზიამ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს ყოველგვარი აჟიოტაჟის მოწყობისა და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობის გარეშე. არსებობს სამართლებრივი რეგულაციები, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კითხვები, რაზეც პასუხი ყველას აინტერესებს, მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი საქმეზე სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს, რაც ყველა დაინტერესებული მხარის სურვილი უნდა იყოს. არ არის კარგი, როცა ყველა თემაზე პროვოკაციულ ტონალობაში, სპეკულაცია ხდება. ვინ ამბობს ტელევიზიაში შესვლასთან დაკავშირებით? არ შეიძლება, ყველაფერი იყოს პროვოკაციებისა და სპეკულაციების საგანი“ – ამბობს მათიკაშვილი
სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
TV პირველმა აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ.