"TV პირველის" ადვიკატის, კახა წერეთლის განცხადებით, სასამართლოს განჩინება შესრულდება იმ ფარგლებში რა ფარგლებსაც ის მოიცავს. მისივე განცხადებით, არანაირი კონვერტში ჩადებული ფლეშკა არ ყოფილა.
"განჩინება სრულდება და შესრულდება, ბუნებრივია, ოღონდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებსაც მოიცავს განჩინება. მასში მითითებული არ არის, რომ ინფორმაციის გადაცემა უნდა მოხდეს, მასში არის, რომ კონფიდენციალურმა წყარომ რა მატარებელიც, სიტუვაზე, თუ ფლეშკა მოგიტანა, ფლეშკა მომეციო, და თუ ეს ფლეშა კონვერტში იდო, ის კონვერტიც მომეციო, და ესე მოტანილი ფლეშკა არ ყოფილა, ან დივიდი დისკი, არც კონვერტში ჩადებული არ ყოფილა, რაც ეცნობება საგამოძიებო სამსახურს", - თქვა ადვოკატმა, კახა წერეთელმა.
ცოტა ხნის წინ, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.
ამავე თემაზე განმარტება გააკეთა პროკურატურამ, რომელმაც აღნიშნა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.