ქუთაისში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოტივი ფულია. როგორც მეზობლები ამბობენ, მოკლული და ბრალდებული მეგობრები იყვნენ.
შემთხვევა კი 24 თებერვალს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცმა სტუმრად მყოფი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი 10 მარტს, კლინიკაში გარდაიცვალა.
მოკლული 43 წლის ირაკლი გოჩელაშვილია, ხოლო ბრალდებული 25 წლის ჯაბა სოფრომაძე, რომელიც პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავა. გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სოფრომაძეს 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.