გამორიცხულია თქვენ ჩააქროთ ტვ პირველი - ვატო წერეთლის მიმართვა ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დღის წესრიგია, შემოვიდე ტელევიზიაში და ტვ პირველმა შეწყვიტოს მაუწყებლობა - განცხადება ამის შესახებ ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანაგებო ბრიფინგზე სასამართლოს დღევანდელ დადგენილებასთან დაკავშირებით გააკეთა. წერეთელმა დღეს დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და მოუწოდა დაინტერესდნენ ამ საქმით. მისი თქმით, "ამ ისტერიას მხოლოდ" ისინი შეაერებენ:

დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს არარსებული მითიური ხელსაწყო. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ჩააქროთ ტვ პირველი. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ კრიტიკულ მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში - ამბობს წერეთელი.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი