"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატობა ზურაბ პოლოლიკაშვილს შესთავაზა

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატობა ზურაბ პოლოლიკაშვილს შესთავაზა. "ფორმულას" ინფორმაციით, პოლოლიკაშვილს შეთავაზებაზე ჯერჯერობით პასუხი არ უთქვამს. ინფორმაცია კი მმართველ გუნდს გუშინ, პარტიის თავმჯდომარემ, უმრავლესობის სხდომაზე მიაწოდა, რომელსაც კალაძე არ ესწრებოდა. წყაროს ცნობით, კობახიძემ თანაპარტიელებს უთხრა, რომ კალაძე "ოცნებას" მალე დატოვებს და შესაბამისად მერობის კანდიდატადაც აღარ დაასახელებენ. 

ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი 2009 წელს იყო, ამჟამად კი გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი