კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის მთავარ პოლიტიკურ ამოცანად იქცა. "ქართული ოცნების" 9-წლიანმა მმართველობამ დაადასტურა, რომ ოლიგარქის მორჩილი პოლიტიკური გუნდი ვერ ეგუება განსხვავებულ აზრს და ყველაფერს აკეთებს სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად.
დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე შეტევები მუდმივად და სხვადასხვა სიმძლავრით ხორციელდება. თავისუფალი პრესის მთავარი ბასტიონის ხელში ჩაგდების შემდეგ ოლიგარქი "რუსთავი 2"-ის ნაცვლად გაჩენილ ტელეკომპანიებთან ბრძოლაზე გადაერთო.