ღარიბაშვილის მუქარა ბერას მასწავლებელს - პატრიკ დაუნი მიმოწერას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი ივანიშვილის შვილების ინგლისურის მასწავლებელი, რომელმაც ბერა და უტა მის მოწამვლაში დაადანაშაულა, "მთავარ არხთან" ირაკლი ღარიბაშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს. 

შენ ჩვენთან ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდი და რა სირცხვილია, რამხელა იდიოტობა და უჭკუობაა ამის დაწერა, არ გრცხვენია? არ გეშინია, ასე რომ იქცევი? დაამტკიცეთ, რომ მთელი სწავლების პერიოდში თავს იკატუნებდით და ბინძურ თამაშს თამაშობდით, რომლის გაგრძელება გინდათ ახლა. ახლა კი, რამდენიმე თვის შემდეგ, ამ სულელურ ისტორიას გვწერთ. არ გრცხვენიათ? ფსიქიკური პრობლემები ხომ არ გაქვთ? ძალიან ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ამ ყველაფერს იმსახურებთ. ძალიან გთხოვთ, ნუ გვაგრძნობინებთ, რომ ძუნწი და ხარბი ფულის მხვეტავი ხართ. აღარ მოგვწეროთ და დაგვიკავშირდეთ მომავალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, რომ სასამართლოში წავიდეთ. ეს მხოლოდ დაგაზარალებთ და არაფერს კარგს არ მოგიტანთ, პატრიკ. ამიტომ, გაჩერდით, ეს ჩემი ბოლო რჩევაა, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი პატრიკ დაუნს. 

უტა და ბერა ივანიშვილების ინგლისურის მასწავლებელმა გუშინ, 10 მარტს, გადაცემაში "სხვა ნანუკა" მოყვა, რომ 2008 წლის ოქტომბერში, ურეკში, ბერამ და უტამ ზაფხულის დასრულებასთან დაკავშირებულ შეკრებაზე მიმიპატიჟეს, სადაც მომწამლეს. მასთან ინტერვიუ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაწერა.

დაუნი ყვება, რომ მხოლოდ მოწამვლის შემდეგ გაიგო, რომ 20-ჯერ მეტი დოზა ჰქონდა მიღებული. მას ივანიშვილის კარდიოლოგმა ზვიად მათაშვილმა უმკურნალა. მისივე თქმით, დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანხის მოპარვის სურვილშიც დანაშაულებდა: "ეს ხალხი გიჟია, ნამდვილად გიჟია".

ბერას და უტას წვეულებაზე მომწამლეს... ღარიბაშვილმა ჩემი დაშინება დაიწყო - ოლიგარქის შვილების მასწავლებელი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი