ვადამდელი არჩევნები 2023 წელს? - მზადება მედიატორის დასახვედრად

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას ამზადებს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ევროპელი მედიატორების თანდასწრებით მმართველი პარტია ოპოზიციისთვის ვადამდელი არჩევნების შეთავაზებას გეგმავს, მაგრამ 2023 წელს.

ეს იქნება ქართველი ხალხის მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა და ჩავარდნისთვის განწირული ინიციატივა - ასე პასუხობენ ხელისუფლების ოპონენტები შესაძლო წინადადებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხვალ თბილისში იქნება და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოლაპარაკებებიც გახსნილად გამოცხადდება. 

შვედი დიპლომატი თბილისში კვირამდე დარჩება და შეეცდება ხელისუფლება დაარწმუნოს - პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის დათმობაზე წავიდეს და ის 6 პუნქტიანი გეგმა შეასრულოს, რომელიც  შარლ მიშელის მედიატორობით გამართულ შეხვედრაზე იყო წარდგენილი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი