ასტრაზენეკას ვაქცინას საქართველოს "იუნისეფი" აძლევს - სპეციალისტები საფრთხეებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა შემოდის, მაგრამ არა ხელისუფლების დამსახურებით და არა ფაიზერის.

ასტრაზენეკას წარმოების პრეპარატს ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში საქართველოს იუნისეფი აძლევს.

სულ 43 ათასი დოზა უახლოეს დღეებში თბილისში იქნება და ის კონკრეტულად მედიკოსების ასაცრელად გამოიყენება.

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ამ რაოდენობის ვაქცინით მედ პერსონალის ნახევარიც კი ვერ აიცრება. გარდა ამისა, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ამ პრეპარატზე  უარი თქვა, რადგან ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით, მსოფლიოში გვერდითი მოვლენების შესახებ ვრცელდება ინფორმაციები.

ვაქცინების შესახებ საუბრისას ტიკარაძემ დრეს დაადასტურა, რომ მოლაპარაკება ჩინურ მხარესთანაც მიმდინარეობს.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი