კრისტიან დანიელსონთან შესახვედრად აშშ-ს ელჩი მივიდა. შეხვედრის მოლოდინშია ოპოზიცია
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლების ოპონენტებს დღის ბოლოს შეხვდება. შარლ მიშელის წარმოამდგენელს უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები პრეზიდენტთან და პრემიერთან.
ოპოზიციისთვის ყველაზე პრინციპული საკითხი პოლიტპატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლბაა იმ 6 პუნქტიდან, რომელიც ამ დროისათვის მოლაპარაკების მაგიდაზე დევს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ასევე უნდა დაიწყოს მსჯელობა, რა გზით უნდა მივიდეს ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე, რაც მათი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალია.
დანიელსონი ჟურნალისტებთან განცხადებას 1 საათში გააკეთებს.