
პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" იქნება შედეგზე ორიენტირებული და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მან მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს პროცესში ჩართულობისთვის.
"კიდევ ერთხელ მე მინდა სრული მზაობა გამოვხატო და დავაფიქსირო, დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენი პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული, მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაერთხელ გაგნგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დანიელსონი ძალიან გამოცდილი დიპლომატია და ელიან, რომ ეს პროცესი ძალიან მოკელ დროში დასრულდება.