
ირაკლი ღარიბაშვილმა "ხმაურიანი დღეები" უწოდა ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს აუდიოჩანაწერებტან დაკავშირებით. პრემიერმა დრეს ყველაფერი ისევ მესამე პრეზიდენტს დააბრალა და "უბინძურესი პროვოკაცია" უწოდა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ჩანაწერები არის "სიყალბე და ფაბრიკაცია" და "მიხეილ სააკაშვილის მცდელობა" ჩაშალოს დიალოგი, რომლის კონტურებიც გამოიკვეთა.
„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია და ეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის. სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია - თქვა ღარიბაშვილმა
იმედი მაქვს ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემინჯება - ამბობს ის.
მისივე თქმით, ჩანაწერების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 11 წლის წინ ყველანი "ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი"