სისტემა მზად არ არის მასობრივი აცრების ჩასატარებლად-გიორგი ჩალაძე

გამოქვეყნდა:

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის თქმით, საქართველო მასობრივი აცრის ჩასატარებლად მზად არ არის და ამ პროცესთან დაკავშირებით გარკვეული პუნქტებია გასავლელი. 

"საქართველოს ხელისუფლების მესმის, რომ უნდა მაქსიმალურად მეტ ადამიანს გაუკეთოს ვაქცინის პირველი დოზა, თუმცა ჩვენთვის უცნობია, როდის შემოდის მეორე პარტია "ასტრაზენეკას" დოზა. სისტემა არ არის დიდად მზად, მასობრივი აცრების ჩასატარებლად. ჩვერ არ გვაქვს არც რიგების მართვის  მოდული, არც აცრის შემდგომი დაკვირვება, როგორ უნდა ენდოს სხვა ქვეყნები საქართველოში ჩატარებულ აცრას. თუ ჩვენ "მწვანე პასპორტის" ინიციატივას არ მივუერთდებით, საქართველოში ჩატარებული აცრები არ იქნება აღიარებული მსოფლიოში",-თქვა გიორგი ჩალაძემ.

ქვეყანაში შაბათს, 13 მარტს, 40 ათას დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინას ელოდებიან. ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან.  

ამავე თემაზე:

შაბათიდან საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა შემოვა - ტიკარაძე

ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოვა: მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი