ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს - დანიელსონი მედიაზე და "TV პირველზე"

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონს შეკითხვა „ტვ პირველთან“ დაკავშირებითაც დაუსვეს. როგორც ის ამბობს, ევროკავშირი ყველა მის პარტნიორ ქვეყანაში მსგავს საკითხებს ყურადღებით აკვირდება, თუმცა მისივე თქმით, კერძო შემთხვევებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.

ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატულებისა და მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის გარეთ ქვეყნებისთვის. რაც შეეხება კერძო საკითხებს, კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში“ - ამბობს დანიელსონი.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი