კრისტიან დანიელსონი მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობოებმა თქვეს, რომ TV პირველის საქმის გარდა ისინი დიპლომატს მიაწვდიან ინფორმაციას პოლიტპატიმრებზე, მართლმსაჯულების პრობლემებზე, განიხილავენ რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობას.

"პირველ რიგში, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირის ასე აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანაში. დღეს ჩვენ ბატონ კრისტიანს ვესაუბრებით იმ პრობელემებზე რომლებსაც ვხედავთ საქართველოში, იმ პოლიტიკურ კრიზისზე რაც სახეზეა", - თქვა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა, ნინო დოლიძემ. 

არსებული ინფორმაციით, 3 საათზე შეხვედრა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი