საბაგიროზე ვიყავით, გვერდიდან გვაგინეს, მაგრამ დაცვას ვუთხარი: "არც გაბედოთ მისვლა!" - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ოჯახთან ერთად საჯარო თავშეყრის ადგილზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ ამის გამო დაცვის წევრები არავისთვის მიუგზავნია. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ასევე არასწორია აზრი, თითქოს ეს ჩანაწერები ხელისუფლებაში მისი და ყოფნის დროს არის გაკეთებული:

"კომენტარი ზედმეტია ამ გაურკვეველ ბოდვაზე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ 2011 წელს ხელისუფლებას ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა - როცა ოლიგარქი, გაზპრომის აქციონერი პოლიტიკაში მოსვლას ცდილობს, წერილს წერილზე წერს და არავინ დაინტერესდა ხელისუფლებიდან, ვინ ვის აკაჩავებდა? 

თუ მაშინ ეს არსებობდა და შესაბამისმა ორგანოებმა არაფერი გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ სისტემა ჩამოშლილი იყო და ეს რომ ასე არ იყო, მე მგონი ცხადია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარ არხთან", გადაცემაში "დღის სტუმარი".

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მინისტრებთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ, ამასთან, კონკრეტული შემთხვევები გაიხსენა, როცა ოჯახის წევრებთან ერთად საჯარო თავშეყრის ადგილას იმყოფებოდა და შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ დაცვის წევრებს მათთან დალაპარაკება აუკრძალა.

"რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მინისტრებთან მათ არევას არავის ვურჩევ, რადგან მათ და ჩემს ნათესავებს თვითონ ჰქონდა აკრძალული მინისტრებთან ურთიერთობა. 

ის, რომ ჩემ შვილებს არ აყენებდნენ შეურაცხყოფას, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ რამდენჯერმე მე ვიყავი ჩემ შვილთან ერთად, შეიძლება არ უნდა ვყვებოდე, მაგრამ რადგან ლაპარაკი დავიწყე, გეტყვით, რომ მაგალითად, ბაკურიანში ვიყავი, შვილთან ერთად, საბაგიროზე, ეს იყო დაახლოებით 2006 ან 2007 წელი და ისეთი გინება წამოვიდა გვერდით საბაგიროდან, ვიღაც ტიპებისგან, რომ ჩემი დაცვის წევრმა მკითხა, ხომ არ მივიდე და დაველაპარაკოო, მე ვუთხარი - არც გაბედოთ! 

რაც შეეხება დედაჩემს, მე ვკითხე და ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა, როცა ანსამბლებისთვის რამდენიმე გასტროლს ამზადებდა", - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "დღის სტუმარში" ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი