
ენმ "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის დასკვნის დამახინჯებაში ადანაშაულებს. თინა ბოკუჩავას თქმით, მამუკა მდინარაძემ მიზანმიმართულად დამალა დასკვნის ის ნაწილი, სადაც საუბარი იყო წინასაარჩევნო ძალადობაზე, თავდასხმებზე, მუქარასა და ქონების დაზიანების ინციდენტებზე, მათ შორის ძალადობაზე ჟურნალისტების წინააღმდეგ.
მოუწოდებს "ენმ" "ოცნებას" მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წინ, ნუ ამახინჯებენ ფაქტებს, რადგან ეს ყველაფერი გარემოზე უარყოფთ გავლენას მოახდენს.
როდესაც ის საუბრობდა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ბატონმა მდინარაძემ მიზანმიმართულად დამალა, რომ ანგარიში მიუთითებს საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ მოსახლეობის უნდობლობაზე, რომელებიც აღქმული იყვნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერებად და, რომ ამ ფაქტმა, ვციტირებ "გადაფარა ცესკოს მიერ გადადგმული ყველა სხვა ნაბიჯი", როდესაც ის საუბრობდა საარჩევნო კანონმდებლობაზე ბატონ მდინარაძეს, როგორც ჩანს ავიწყდება, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში პოზიტიური ცვლილება მიღწეული იყო არა ქართული ოცნების ძალისხმევით, არამედ იმ საერთაშორისო წნეხის ფონზე, რომელიც განახორციელეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უარის შემდეგ. ბატონ მდინარაძეს ანგარიშის სელექციური კითხვისას, როგორც ჩანს ასევე გამორჩა, რომ იქ საუბარი იყო სახელმწიფო მოხელეების იძულებისა და დაშინების ფაქტებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ შემაჯამებელი ოქმების ანალიზის შედეგად გაჩნდა შედეგების შესაძლო მანიპულაციის, ანუ გაყალბების ეჭვები, - ამბობს თინა ბოკუჩავა
IRI-ს საბოლოო ანგარიშზე საგანგებო განცხადება გუშინ მამუკა მდინარაძემ გააკეთა და თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ ოპოზიციას მკაფიო პასუხი გასცა.
დაშინებები, ძალადობა, გაყალბებული ოქმები - IRI-ის დასკვნა, რომლითაც "ოცნება" კმაყოფილია