"ოცნებას" საქართველოში "გაზპრომის" პარტნიორი კომპანია შემოჰყავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" საქართველოში "გაზპრომის" პარტნიორი ავსტრიული ნავთობკომპანია OMV პეტრომის შემოყვანას აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, შავ ზღვაში ნავთობის მოპოვება სწორედ რუსეთთან დაახლოებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. 

"ფრონტერა ჯორჯიას" წარმომადგენელი საქართველოში ზაზა მამულაიშვილი ამბობს, რომ ამ კომპანიის ბიზნესის 80% გაზპრომზეა დამოკიდებული. 

ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას, შავ ზღვაში ნავთობის მოპოვების ექსკლუზივი საეჭვო კომპანიას მისცეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი